LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა – ემოციური ჩანახატი ტელეჟურნალისტზე…

107

ნიკოლოზ ონელი სოციალურ ქსელში გიორგი სანაიას იხსენებს. დღეს ცნობილი ჟურნალისტის გარდაცვალების დღეა. ემოციურ სტატუსს, რომელიც ონელმა გამოაქვეყნა, სრულად გთავაზობთ:

„სახლიდან რუსმა ოკუპანტებმა გამოაგდეს…

სხვისი სახლიდან გაასვენეს…

მერე სიონი…

26… ყველაფერი მოასწრო…

„თბილისელი“ არ იყო… ბევრი ვერ ჯობდა თბილისელობაში…

დიპლომი არ ჰქონდა, არც უმაღლესი განათლება…

არაფერი შეშლია… არც ძმობაში, არც ძმაკაცობაში… ძმა იყო. ძმაკაცი. კარგი კაცი – ნამდვილი…

უყვარდა და სტკიოდა…

ომშიც იყო…

ჰო, მართლა დაცვა არ დაჰყვებოდა, ეგეთი „სვეტიც“ არ იყო…

ერთი ნივა ჰყავდა, მექანიკა…

უბრალო იყო, ვარსკვლავი კი არა, უბრალო…

ამიტომ იყო მაგარი…

მაგარი რომ იყო, იმიტომ ესროლეს…

ასე მარტივად, აიღეს და ესროლეს…

არც არავინ დამუქრებია და არც არავის დამუქრებია…

უბრალოდ, მაგარი იყო.. ამიტომაც ესროლეს…

მაგარი…

მის თაობაში, ჩვენ თაობაში, ყველაზე მაგარი…

უხმაურო და ხმაურიანი… დღემდე ასეა…

მერე რა, რომ თეთრ მარმარილოზე „დარჩა“ მისი სახელი…

ისე მოხდა რომ…

ისინი აღარ არიან… მტერსაც არ ვუსურვებ…

ისე მოხდა რომ…

დაცვა არ ჰყოლია… ისე, ნივით დადიოდა…

16 წელი გასულა…

42-ის იქნებოდა…

26…

აიღეს და ესროლეს…

გიორგი მოკლეს…

გიორგი სანაია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები