დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა: ნახეთ რა ამბავს იხსნენებს მამამისი

პოპულარული

დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა: ნახეთ რა ამბავს იხსნენებს მამამისი

დღეს მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. ის 55 წლის გახდებოდა. მისი მამა გელა ჩარკვიანი, ფეისბუქის გვერდზე დღეს, ირაკლის ბავშვობისდროინდელ მოგონებას აქვეყნებს.

ამბავი, ირაკლის ბავშვობას, მის მეტყველების პრობლემებს და “ექსტრასენსს” ეხება.

„სამი წლის იყო ირაკლი, როცა პირველად შევამჩნიეთ, ენა რომ დაება. არ გვესიამოვნა, თუმცა თავი დავიწყნარეთ, გაუვლის-თქო. პირიქით ხდებოდა, სულ უფრო და უფრო ებმოდა ენა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ხუთი წლის ასაკში უბრალო ფრაზის თქმასაც კი რამდენიმე წუთს ანდომებდა. თვითონ მაინც და მაინც არ განიცდიდა, ნანა ჩუმად ტიროდა, მე კი, ჩემდა სასირცხვილოდ, პატარა ირაკლისთან საუბარს გავურბოდი. მეშინოდა, ნერვები არ მომშლოდა და მისთვის რამე უხეშად არ მეთქვა. მოვიარეთ ლოგოპედები, წავიკითხეთ აუარებელი სამეცნიერო ნაშრომი, საქმე კი წინ არ მიდიოდა. ერთ დღეს ნანამ გვერდით ოთახში გამიხმო და დაბალ ხმაზე, მორცხვად წამოიწყო: „ვიცი, შენ ახლა ყვირილს დაიწყებ, მეტყვი, რომ იდიოტი ვარ, რომ რაღაც ზღაპრების მჯერა, მაგრამ ხომ ნახე, არაფერი გამოდის. იქნებ მაინც ვცადოთ, გახსოვს, ერთხელ რომ გითხარი, ექსტრასენსია-მეთქი, გოგი კენჭაძე“. ამის გაგონებაზე ავფეთქდი. „შენ რომ სულელი ხარ, ამას დიდი ხანია შევეგუე, მაგრამ მე რომ სულელი გგონივარ, ეს უკვე მეტიმეტია. რის ექსტრასენსი, რა ექსტრასენსი. აზრზე მოდი, რას მთავაზობ, მე რომ ბავშვი „ჯადოქართან“ წავიყვანო სამკურნალოდ? შენ მალე მარჩიელთანაც გამიშვებ ირაკლის მომავლის გასარკვევად“.
ამ თემაზე ნანას აღარასდროს უთქვამს რაიმე, ირაკლი კი მალე სკოლაში უნდა წასულიყო და გამართულად წინადადების წარმოთქმას მხოლოდ სიმღერისას ახერხებდა. ერთხელ ჩაფიქრებული ნანა რომ დავინახე, სიცილით ვუთხარი, ვიცი რაზეც ფიქრობ-მეთქი. აბა, რაზეო, შემეკითხა. „ექსტრასენსზე“. ეს ვთქვი, მოვკიდე ხელი ირაკლის, ქუჩაში გავიყვანე, პირველივე კერძო მანქანა გავაჩერე და დიღომში გოგი კენჭაძესთან გავაქანე. მისამართი, ფასი და სხვა დეტალები წინა დღით მქონდა დადგენილი. ადგილზე ის სურათი დამხვდა, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა – სასწაულმოქმედის მნახველთა რიგის ბოლო ქუჩაში გამოდიოდა. ერთადერთი, რაზედაც ახლა ვოცნებობდი, ის იყო, ნაცნობს არავის დავენახე. უცხო ხალხი ჯერ ვერ მცნობდა, ჩემს სატელევიზიო დებიუტამდე კიდევ რამდენიმე წელი რჩებოდა. ბოლოს რიგმა მოგვიწია და დავრჩით „ჯადოქართან“ პირისპირ. „რა იყო, ენა გებმება?“ – შეეკითხა გოგი კენჭაძე ირაკლის (ან კი საიდან იცოდა) და საუბარი ჩემთან გააგრძელა. ვიგრძენი, რომ ფსიქოტრონიკისა და სხვა კვაზი-მეცნიერული ტერმინების გამოყენებით სურდა გაეფანტა ჩემი სკეფსისი. მერე საქმეზე გადავიდა, რამდენჯერმე ხელი დაადო თავზე ირაკლის და მირჩია შემეძინა მეტრონომი, რომელიც ნელ ტემპში მთელი დღის მანძილზე ჩართული უნდა გვქონოდა ბავშვის ოთახში. მასთან კიდევ ხუთჯერ უნდა მივსულიყავით. აღარ მახსოვს რამდენი გადავუხადე. ის კი მახსოვს, რომ ჩქარი ნაბიჯით გავედით ქუჩაში, ვინმეს რომ არ დავენახეთ და მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქე, ტაქსიში რომ ჩავჯექით. „მამა, მეტრონომი რა არის?“ – შემეკითხა ირაკლი. „ხელსაწყოა. მუსიკოსები იყენებენ, ტემპი რომ შეინარჩუნონ“. „მერე მე ხომ მუსიკოსი არა ვარ. რაში მჭირდება მეტრონომი?“. ისე სთქვა, ერთგან არ წაუბორძიკებია. გაოგნებული ვუყურებდი. „მგონი, მართლა აღარ გჭირდება“ – ჩავილაპარაკე ჩემთვის.
მეტრონომი მაინც შევიძინეთ, კენჭაძესთანაც ხუთჯერ მივედით. ირაკლის კი მას შემდეგ სერიოზული პრობლემა აღარასდროს ჰქონია. ძალიან იშვიათად თუ ოდნავ შეფერხდებოდა. მუდამ ტელეეკრანზე იყო, რადიოში გადაცემა მიჰყავდა, ინტერვიუებს აძლევდა, სიტყვით გამოდიოდა. ველოდი, რომ ნანა როდისმე მაინც ისარგებლებდა ჩემი მარცხით, „ბოლოს ხომ გაირკვა, ვინ ყოფილა იდიოტი“ ან რაღაც ამდაგვარს მეტყოდა, მაგრამ დამინდო. თავად მე კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენს იდუმალებით აღსავსე სამყაროში მეტისმეტად კატეგორიულ, შეუვალ პოზიციაზე ხისტად დგომას უნდა ერიდო. ასეა, ჩემო ჰორაციო“,- წერს გელა ჩარკვიანი.

 

ახალი ამბები / სოც. ქსელები /

|

19 ნოემბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => irakli-charkviani
                                    [1] => gela-charkviani
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 188559
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => irakli-charkviani
                                    [1] => gela-charkviani
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 188559
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 1791
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => irakli-charkviani
                                    [1] => gela-charkviani
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => irakli-charkviani
                                    [1] => gela-charkviani
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (188559) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (21272,1791)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 222239
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-03-12 13:49:32
                    [post_date_gmt] => 2018-03-12 09:49:32
                    [post_content] => ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ უკვე გერმანულენოვანი მკითხველისთვის არის ხელმისაწვდომი. წიგნის გარეკანი ქართული წიგნის ეროვნულმა ცენრტმა გამოაქვეყნა.

ცნობილი ქართველი მუსიკოსის წიგნი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის Dagyeli Verlag მიერ გამოიცა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე იუნონა გურულმა იმუშავა.

„მშვიდი ცურვა“ ირაკლი ჩარკვიანის ერთადერთი ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 2006 წელს გამოიცა.


                    [post_title] => ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ გერმანულ ენაზე ითარგმნა
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => irakli-charkvianis-mshvidi-curva-germanul-enaze-itargmna
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-03-12 13:49:32
                    [post_modified_gmt] => 2018-03-12 09:49:32
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=222239
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 213073
                    [post_author] => 8
                    [post_date] => 2018-02-12 12:05:18
                    [post_date_gmt] => 2018-02-12 08:05:18
                    [post_content] => მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ფილმ "სტალინის სიკვდილზე" წერს და ყველას ურჩევს მის ნახვას.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ფილმი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ასევე იხსენებს, მისი დიდი ბებიის თამარის და ინგლისურის მასწავლებლის, გელა ჩარკვიანის ნაამბობს.
„მეგობრებთან ერთად კინოში ფილმ „სტალინის სიკვდილს“ ვუყურეთ. ძალიან მაგარი ფილმია. ჩემი დიდი ბებია თამარი მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი მეფის ჟანდარმების მხრიდან დაჭერას, გამოიყვანა ის მამის, მდიდარი მეწარმის სახლიდან, სტალინმა კი მის ოჯახს სიკეთისთვის სამაგიერო ქონების კონფისკაციით და მისი მამისა და ძმის განადგურებით გადაუხადა. ჩემი ინგლისური ენის მასწავლებელი გელა ჩარკვიანი მამამისთან, კავკასიის პარტიულ მაღალჩინოსანთან ერთად ხშირად სტუმრობდა სტალინს მისი სიცოცხლის ბოლო წლებში და ყველაფერი, რასაც ის მიყვებოდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც ფილმშია მოთხრობილი“ - დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
[post_title] => სააკაშვილი: დიდი ბებია მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი დაჭერას [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => saakashvili-didi-bebia-miyveboda-rogor-gadaarchina-stalini-dacheras [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-02-12 12:05:18 [post_modified_gmt] => 2018-02-12 08:05:18 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=213073 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 197964 [post_author] => 6 [post_date] => 2017-12-18 16:29:06 [post_date_gmt] => 2017-12-18 12:29:06 [post_content] => ერთ-ერთი „იუთუბ“-არხის მფლობელი, ჯაბა შავიშვილი, რომელსაც ექვსი წლის განმავლობაში ქართველი მუსიკოსების საინტერესო ნამუშევრები აქვს შემონახული, ირაკლი ჩარკვიანის მეუღლეს, ქეთათოს საჯაროდ მიმართავს, სოციალურ ქსელში და აქვეყნებს წერილს, სადაც სთხოვს, უკან გამოიწვიოს საჩივარი, რომელიც მის არხზე ირაკლი ჩარკვიანის ნამუშევრების განთავსების გამო გაუგზავნა „იუთუბს“. ამ საჩივრის გამო ჯაბა შავიშვილის არხს ამ პლატფორმაზე მთლიანად წაშლა ემუქრება. როგორც ჯაბა აღნიშნავს, დაიკარგება ყველა ის მასალა, რომელიც მან ექვსი წლის განმავლობაში ატვირთა... ჯაბა შავიშვილის მორიგების იმედი აქვს. ის წერს: „!! ჩემი Youtube-ის არხი იშლება!! საჯარო წერილი ქეთათო ჩარკვიანს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 15 წლის ასაკში პირველად მოვუსმინე ჯგუფ „ტაქსის“ და ქიშო გლუნჩაძის მანამდე მიუწვდომელ ჩანაწერებს. ამ ყველაფერმა ისეთ გავლენა მოახდინა რომ, მას შემდეგ გადავწყვიტე ყველა მეგობარი თუ ნაცნობი, ინტერნეტში თუ ოფლაინში გადმომერთო ამ ტალღაზე. 2010 წლის შემდეგ, რაც პირველი Youtube-ის არხი წამიშალეს საავტორო უფლებების გამო (ძირითადად უცხოურ მუსიკას ვაქვეყნებდი) დავფიქრდი, რომ ქართული მუსიკა იყო ის, რასაც უფრო მეტი მზის შუქზე გამოტანა სჭირდებოდა და არა ვიწრო წრეებში ტრიალი. 2011 წლისთვის 19 წლის ასაკში დავიწყე ჩემს ხელში არსებული მასალის დამუშავება და Youtube-ზე განთავსება. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და დღეისთვის არსებულ 1100 (!) ქართულ ჩანაწერს, 8000 გამომწერი და 20 000 000 ნახვა აქვს. რაც ძალიან მალე შეიძლება აღარ იყოს ხელმისაწვდომი. მას შემდეგ რაც თქვენ Youtube-თან ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებზე საავტორო უფლებებზე მიჩივლეთ და ზედიზედ მომივიდა Strike 3 სიმღერაზე, Youtube მა 7 დღის შემდეგ ჩემი არხის მთლიანად წაშლა გადაწყვიტა. - იშვიათად მომეპოვება ქართული მუსიკის ჩემნაირი გულშემატკივარი, შესაბამისად შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის შესახებ ჩემთვის პირადად მოწერა (მით უფრო, არც ისე მიუწვდომელი ვარ) რასაც ამას წლების განმავლობაში სხვადასხვა მუსიკოსი აკეთებდა. - ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის რომ რაზეც საავტორო უფლებები გაგაჩნიათ თქვენ დაგითმოთ. - ამ არხზე ირაკლის სიმღერების გარდა 1000-ზე მეტი კომპოზიციაა ატვირთული ქართველი მუსიკოსების მიერ შექმნილი, რომელთაც პირიქით აუდიტორიაზე გასვლა ჭირდებათ და არა დამალვა და წაშლა. - თუ ვინმე ფიქრობს რომ ქართული კონტენტით რაიმე დიდი მატერიალური სარგებლის შოვნა შეუძლია, ეს შეუძლია, თვითონაც სცადოს - ქართული კონტენტის მონეტარიზაცია ყველამ იცის რომ არ არის მომგებიანი მსგავს პლატფორმებზე. - ამასთან ერთად წყალში იყრება ჩემი 6-წლიანი შრომა. სადაც თითქმის პედანტურად ვეცადე, ინფორმაცია მაქსიმალურად დამუშავებულად მიმეწოდებინა აუდიტორიისთვის. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად კი ძალიან ცოტა დრო რჩება თუ ოთხშაბათისთვის, თქვენ უკან არ წაიღებთ არსებულ საჩივარს, Youtube ჩემს არხს მთლიანად წაშლის და 1100-ზე მეტი ქართული კომპოზიცია (რომელთაგანაც შეიძლება ნაწილი მხოლოდ ჩემს კომპიუტერშია შემორჩენილი) ხელმიუწვდომელი იქნება ადამიანებისთვის. ქართულ საზოგადოებას ინფორმაციული ალტერნატივა სჭირდება, მით უმეტეს ინტერნეტში, თორემ ნუ გვიკვირს, რატომ იზრდება ახალი თაობა რუსულ რეპზე. იმედს ვიტოვებ თქვენი გონივრული გადაწყვეტილების ჯაბა შავიშვილი“ ჯაბას ამ პოსტის ქვეშ ნამდვილი დებატები გაჩაღდა, რომელშიც თავად ქეთათოც ჩაერთო და დაწერა: „ყველა არხი, რომელიც ირაკლის და ჩემს მუსიკას ტვირთავს, მე მაზარალებს პირველ რიგში, ამდენი უნდა გესმოდეს :) მონეტიზაციის ფუნქციით ბევრმა იხეირა. საკმარისია...“. ქეთათო აღნიშნავს, რომ ჯაბა შავიშვილი არ ფლობს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებზე საავტორო უფლებას, ხოლო ჯაბა შავიშვილის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ ბევრი ქართველი მუსიკოსი სწორედ ამ არხის საშუალებით გაიცნეს და შავიშვილი ირაკლი ჩარკვიანის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა წლების განმავლობაში. ქეთათოს თქმით, ის აპირებს გააკეთოს ოფიციალური არხი „იუთუბზე“, სადაც ყველა ეს მასალა დაიდება - „ოფიციალურ არხზე, ან ჩემი თანხმობით, სხვა არხებზეც. ხაზგასმით ავღნიშნავ, არც ერთ არხზე, ჩემი თანხმობით არაფერი ატვირთულა. დღეიდან ყველაფერი აიტვირთება ირაკლი და ჩემს ოფიციალურ არხზე: MepeKetato Official. თუ ვინმეს ექნება სურვილი სხვა არხზე ჩვენი მუსიკის ატვირთვის, პირადად ჩემთან უნდა შეათანხმონ“. მის ამ ნათქვამს ეპასუხება ლექსო მაჭავარიანი, რომელიც ასევე ტვირთავს „იუთუბზე“ ქართულ მუსიკას და ამ მხრივ საინტერესო არქივიც აქვს. ის ქეთათოს მიმართავს და წერს, რომ ირაკლი ჩარკვიანი მისით არ დაწყებულა - „შენით არ დაწყებულა ირაკლი ჩარკვიანი და არც დამთავრდება სავარაუდოდ...“ [gallery link="file" ids="198004,197971,197968,197969,197970,197972"]     [post_title] => ირაკლი ჩარკვიანის თაყვანისმცემლები ქეთათოს წინააღმდეგ: „შენით არ დაწყებულა ირაკლი ჩარკვიანი და არც დამთავრდება...“ [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => irakli-charkvianis-tayvanismcemlebi-qetatos-winaaghmdeg-shenit-ar-dawyebula-irakli-charkviani-da-arc-damtavrdeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-12-18 16:56:58 [post_modified_gmt] => 2017-12-18 12:56:58 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=197964 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 222239 [post_author] => 23 [post_date] => 2018-03-12 13:49:32 [post_date_gmt] => 2018-03-12 09:49:32 [post_content] => ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ უკვე გერმანულენოვანი მკითხველისთვის არის ხელმისაწვდომი. წიგნის გარეკანი ქართული წიგნის ეროვნულმა ცენრტმა გამოაქვეყნა. ცნობილი ქართველი მუსიკოსის წიგნი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის Dagyeli Verlag მიერ გამოიცა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე იუნონა გურულმა იმუშავა. „მშვიდი ცურვა“ ირაკლი ჩარკვიანის ერთადერთი ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 2006 წელს გამოიცა. [post_title] => ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ გერმანულ ენაზე ითარგმნა [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => irakli-charkvianis-mshvidi-curva-germanul-enaze-itargmna [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-03-12 13:49:32 [post_modified_gmt] => 2018-03-12 09:49:32 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=222239 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 12 [max_num_pages] => 4 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 73302cb8847129b67aa3cacd2b4fb172 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები