LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები”- ნათელაშვილი პრემიერის გადადგომას ეხმაურება

51

“კრიზისი ღრმავდება, დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები”- ამ განცხადებით გამოეხმაურა “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, კვირკაშვილის გადადგომას

შალვა ნათელაშვილის თქმით, ამ მდგომარეობამდე მთავრობა სწორედ ქუჩაში გამოსულმა შვილმკვდარმა მამებმა და მათმა მხარდამჭერებმა მიიყვანა. თუმცა,  მისი თქმით, ეს არ არის საკმარისი და ახლა ხალხმა უნდა შეცვალოს რეჟიმი.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ რეჟიმი. მთავრობის შეცვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს საქართველოს გამოხსნას გველეშაპი  ივანიშვილის კლანჭებიდან. ამიტომ უნდა შეიცვალოს რეჟიმი და ამ რეჟიმის გასაღები ინახება უმრავლესობაში, რომელიც გაყალბების დზით მოიყვანა ივანიშვილმა. – განაცხადა ნათელაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები