LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადების დღეა -დიდი პოეტი და ვაჟკაცი იყო ჩემი ჯანსუღი”

375

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს 87 წლის გახდებოდა.  მამის დაბადების დღესთან დაკავშირებთ თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

მაააააააა მიყვარხარ!!!!!!!!!!!!! დღეს 30 სექტემბერს დაიბადა- პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი- ვაჟკაცი იყო ჩემი ჯანსუღი და დიდი პოეტი- მისი შექმნილი, სხვა ლექსები უფრო მიყვარს, მაგრამ ეს ლექსი, მანცვიფრებს- მაკვირვებს, რადგან 1972 წელს არის დაწერილი( გარეთ თავისუფლების ფოთოლი, რომ არ შრიალებდა) ეს პოეტი კი პირდაპირ ითხოვდა და ამბობდა:
“მაგრად დაჰკარით,
მაგრად დაჰკარით,
დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
რომ საქართველოს
რწმენის აკვანი,
კვლავ იდგეს, ტურფა
და სანატრელი.
მაგრად დაჰკარით,
მაგრად დაჰკარით,
მტერს ავი თვალი დაენისლება,
ვინც ჩვენ ერთმანეთს
უცებ გაგვყარა,
სატრფოსთან შეყრას
არ ეღირსება.
თუ გამარჯვება , არის მიზანი
დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად
მამულისათვის,
მამულისათვის,
ძმებო,,,, სიკვდილი ან გამარჯვება,
როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება,
დაუცხრომელი ხალხის ბუნება,
თავისუფლება და აღტაცება,
დაუცხრომლობით აღისრულება,
ძლივს, ძლივს ამოდის,
მთვარე სამოთხის, ტყვია, მიზანში მოსახვედრია,
თავისუფლება, ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია .

ჯანსუღი- 1972 წელი

ჯანსუღ ჩარკვიანი 2017 წლის 6 ნოემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცავალა. ის ღირსების ორდენის კავალერი იყო. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება კი მიენიჭა 1996 წელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები