LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში განიხილება ჩემი საქმე – მიხეილ სააკაშვილი

41

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას მისი ქვეყნიდან გაძევება სურს.

უკრაინის ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი კანონიერი ინსტრუმენტი უკრაინის მუდმივი მცხოვრებლის ექსტრადირებისთვის, როგორიც მე გახლავართ, უკრაინული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით. ნებისმიერი ქმედება, ექსტრადირების მიმართულებით, იუსტიციის მინისტრს და მის ხელმძღვანელს სისხლის სამართლის დამნაშავეებად აქცევს.

დღეს, კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში განიხილება ჩემი საქმე, რომელიც ეხება უკრაინის ხელისუფლების სურვილს უარი მითხრასდროებითი დაცვისსტატუსზე და შექმნას პირობები ქვეყნიდან ჩემი გაძევებისთვის. მე მივდივარ სასამართლოზე და ვეპატიჟები იქ ყველას, ვისაც უკრაინაში სამართლიანობის საკითხი აღელვებს, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები