LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მაღლივის საფეხმავლო ხიდი გაიხსნება

741

„დღეს მაღლივის საფეხმავლო ხიდი გაიხსნება,“- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ხიდით სარგებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან ბაგებში გადადის, დღეიდან უკვე ყველას შეეძლება.

„დღეს დავასრულეთ ერთი ძალიან საინტერესო პროექტის რეაბილიტაცია. ეს არის მაღლივის საფეხმავლო ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გადადის ბაგების მხარეს. გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო ეს ხიდი. დღეს უკვე გვაქვს განახლებული, სრულად რეაბილიტირებული და საკმაოდ ლამაზი ხიდი, რომელსაც დღეს გავხსნით. იქ მცხოვრები ადამიანები ჩვეულებრივად ისარგებლებენ ამ ხიდით,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები