LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მსოფლიო კოცნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

72

დღეს მსოფლიო კოცნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაგიკვირდებათ და კოცნის დღე პირველად არა საფრანგეთში, არამედ დიდ ბრიტანეთში დააწესეს და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მისი დაწესების მიზანი კი ის არის, რომ ადამიანებმა კოცნის ემოციური მნიშვნელობა დაივიწყეს და ის უბრალო ფორმალობად აქციეს.

აღსანიშნავია, რომ კოცნის დღე ეს ვალენტინობა არ არის და ბევრად უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, კოცნის პროცესში ადამიანში მილიონობით ნერვი აქტიურდება და მრავალი ემოციაც წარმოიქმნება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კოცნისას იმავე დოზით ადრენალინი გამოიყოფა, როგორც პარაშუტით გადმოხტომის დროს.

საინტერესოა, რომ კოცნის მსოფლიო რეკორდი ამერიკელ მამაკაცს ეკუთვნის. მან 80 საათის განმავლობაში 8001 ადამიანის კოცნა მოასწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები