LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მსოფლიო წყლის დღეა

609

დღეს მსოფლიო წყლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეს დღე 1993 წელს დააარსა და ინიციატივას მსოფლიოს ათობით ქვეყანა შეუერთდა.
წყალი დედამიწის უმნიშვნელოვანესი რესურსია და ფლორისა თუ ფაუნის არსებობა მის გარეშე წარმოუდგენელია. გაეროს ექსპერტების ცნობით კი პლანეტის მოსახლეობის მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამ დღის მთავარი მიზანიც სწორედ წყლის კრიზისის მოგვარება და ბილიონობით ადამიანისთვის ნორმალური საარსებო პირობების შექმნაა.
აღსანიშნავია, რომ წყლის საერთაშორისო დღეს ყოველ წელს გარკვეული მისია აქვს. მაგალითად, 2012 წლის მთავარი თემა – უსაფრთხო წყალი, 2013 წლის – წყლის მარაგების დაცვა, 2014 წლის კი – წყალი და ენერგია იყო. 2015 წლიდან კი 15 წლიანი პროექტი დაიწყო და მისი მიზანი ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო წყლის მიწოდებაა.
წყლის საერთაშორისო დღე უკვე რამდენიმე წელია საქართველოშიც აღინიშნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები