LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მთავარი ფულია: ლეო მესი ბარსელონაში ცხოვრებასა და კრიშტიანო რონალდოზე

116

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც ფულის მნიშვნელობასა და მთავარ კონკურენტ რონალდოზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, მოვიდა დრო – ისევ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა. ბოლო სამი წლის განმავლობაში არადამაჯერებლად გამოვდიოდით, გასული ტურნირი კი ყველაზე ცუდი იყო ჩვენთვის. როგორც გუნდს ამ ტიტულისკენ უნდა გვქონდეს მიმართული მთელი კონცენტრაცია. შთამბეჭდავი შემადგენლობა გვყავს და გვაქვს შესაძლებლობა, ეს გავაკეთოთ.

არსებობენ გუნდები დიდი ბიუჯეტით. ისინი ამაზე აკეთებენ აქცენტს და ეს ხშირად განსაზღვრავს თანამედროვე ფეხბურთელთა აზროვნებას. დღეს ფეხბურთელებს ფული მართავს და არა კლუბის ღირსებისთვის ბრძოლის სურვილი. ფინანსები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუნდთან ერთად მიზნის მიღწევა.

ბარსელონაში ყველაფერი მაქვს, ამ ქალაქში 13 წელია ვცხოვრობ. გავატარე ცხოვრება მსოფლიოს საუკეთესო გუნდში და შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო ქალაქში. ჩემი შვილები კატალონიაში დაიბადნენ. არ მგონია, კიდევ რაიმე მჭირდებოდეს“, – განაცხადა მესიმ.

 

ლიონელ მესიმ ასევე განაცხადა, რომ რონალდოს “რეალიდან” “იუვენტუსში” გადასვლამ გააკვირვა.

“მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ კრიშტიანო “რეალს” დატოვებდა. მადრიდელებმა მისი წასვლით ბევრი რამ დაკარგეს. ვიცოდი, კრიშტიანოთი არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ “იუვე” ყველაზე ნაკლებ სავარაუდო ვარიანტად მიმაჩნდა. მართლა გამიკვირდა, მაგრამ ტურინელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ.

რა თქმა უნდა, “რეალში” სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც არიან და ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. თუმცა, რონალდოს გარეშე გაუჭირდებათ, “იუვე” კი ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები