LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მთავრობა მზად იყო სხვადასხვა ჯგუფების უსაფრთხოებაზე ეზრუნა – თეა წულუკიანი

89

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით დღეს, 17 მაისს მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფების უსაფრთხოებაზე ეზრუნა.

მისი თქმით, დღეს თბილისის ქუჩებში საპოლიციო მზაობაა და ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე მსვლელობის გამართვაც კი, არის შესაძლებელი.

„სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს, იმ 17 მაისისა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებები დაირღვა, რადგან სახელმწიფომ მაშინ ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის და მისი წევრების უსაფრთხოება. დღევანდელ 17 მაისს ჩვენი მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული მათ შორის, საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფების, თუ ამის საჭიროება გახდებოდა, უსაფრთხოებაზე ეზრუნა. შემდეგ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ყველა ხედავს, რომ დღეს თბილისის ქუჩებში არის საპოლიციო მზაობა. მსვლელობა, რომელიც მიმდინარეობდა მის პარალელურად, სხვა ჯგუფიც რომ გამოსულიყო, ყველაფერი იქნებოდა მაქსიმალურად მოწესრიგებული. ამ პოლიტიკას ჩვენ გავაგრძელებთ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები