LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ყრილობას გამართავს

68

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე – ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება.

პარტია დღეს 14 საათზე სპორტის სასახლეში ყრილობას გეგმავს, სადაც პოლიტსაბჭოს დააკომპლექტებენ. შემდეგ კი პოლიტსაბჭო მელიას და ბიბილაშვილს თანათავმჯდომარეებად აირჩევს.

ყრილობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას. ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება, რომელსაც ცნობად მიიღებს ყრილობა.

დღეს სპორტის სასახლეში შეკრებილებს ვაშინგტონიდან მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები