LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ქალაქში დამატებით 21 MAN-ის ავტობუსი გამოვიდა

90

N14 და N21 მარშრუტებზე დღეიდან ლურჯი “MAN”-ის ავტობუსები მუშაობენ. ორივე მარშრუტი დიდ დიღმიდან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მოძრაობს.

N14 დიდ დიღომს საბურთალოს გავლით რუსთაველისა და ბარათაშვილის გამზირებთან აკავშირებს.

N21 დიდი დიღმიდან დიღმის მასივს, შემდეგ დიდუბეში-წერეთლის გამზირს გაივლის და ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ბაგებამდე გადაადგილდება.

ახალი ავტობუსები უკვე 9 მარშრუტს ემსახურებიან: N9, 14, 21, 24, 37, 51,61,87 და 88. მომავალ კვირას მათ რიცხვს N140 შეემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში “MAN”-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.

გამოთავისუფლებული დიდი და საშუალო ზომის ყვითელი ავტობუსები, იმ მარშრუტებზე დაემატება, სადაც ამის საჭიროება იქნება. ზოგიერთი მათგანი კი შესაძლოა, საერთოდ ჩამოსაწერი გახდეს.

თბილისის მერიამ MAN-ის ავტობუსები EBRD-ის 27 მლნ-იანი და G5B-ის 7 მილიონიანი გრანტით შეიძინა. ავტობუსების თბილისში შემოყვანა სრულად, მარტში დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები