LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ქარი შესუსტდება

123

ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი ზარი შევიდა, თუმცა დაშავებულები არ არიან.

ქარმა მოტეხა ხეების ტოტები, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, მოგლიჯა სარეკლამო ბანერები.

ამასთან, ძლიერი ქარის გამო ღამე ვერ შესრულდა სტამბოლი-თბილისის ორი რეისი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარის სიმძლავრემ გუშინ დღის მეორე ნახევარში გრიგალის ნიშნულს მიაღწია, ქარის სიჩქარემ 32 მეტრი წამში შეადგინა.

„20-21 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში აღინიშნა წვიმა, მაღალმთიან რაიონებში თოვლი. ქროდა დასავლეთის მიმართულების ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერი ქარი. მეტეროლოგიური სადგურებიდან შემოსული ინფორმაციის მონაცემებით, დაფიქსირდა ქარის სიჩქარის შემდეგი მნიშვნელობები: ქ. გორში 28მ/წმ, ქ. თბილისის ვაშიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემით 24 მ/წმ, ქ. თბილისის აეროპორტის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა 32 მ/წმ, რაც არსებული კლასიფიკაციით, გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. ქ. მარნეულში – 19 მ/წმ. ქობულეთში – 19 მ/წმ, მთა-საბუეთზე – 23 მ/წმ. დღეს, 21 მარტს ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 – 22 მ/წმ – ში იქნება. 22 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში,” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები