LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება

129

26 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება.  ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ.

ახალგაზრდებს სიტყვით პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე მიმართავენ.

”ქართული ოცნების” ინფორმაციით, ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი დაესწრება.

ყრილობა დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.

პოპულალურები