LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სამეფო ქორწილია – ათასობით გულშემატკივარმა ღამე უინძორების სასახლესთან კარვებში გაათენა

118

რამდენიმე საათში პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი იქორწინებენ. ცერემონია ბრიტანეთის დროით, 12:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა. საქორწინო ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში ჩატარდება, სადაც პრინცი ჰარია მონათლული. ეკლესია 800-მდე ადამიანს იტევს.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ ველბი დაწერს.

 

 

ჯვრისწერამდე პრინცი ჰარი, ძმასთან პრინც უილიამთან ერთად უინძორის სასახლიდან გამოვიდა და შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდა.

მეგან მარკლი დედასთან, დორია რაგლანდთან ერთად Cliveden House Hotel-ში იმყოფება. სასტუმროში მისვლამდე მეგან მარკლის დედოფალმა ელისაბედმა ჩაიზე უმასპინძლა. მეგანის მამა, გულის ოპერაციის გამო, ქორწილს ვერ დაესწრება. საქორწილო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პრინცი ჰარის ბაბუა, ედინბურგის ჰერცოგი, 96 წლის პრინცი ფილიპი.

 

სამეფო ოჯახის ქორწილის აღსანიშნავად ქუჩებში 100 000 ადამიანს ელოდებიან. ათასობით ადამიანმა ღამე კარვებში გაატარა. სამეფო ოჯახის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ამ ფორმით, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის საუკეთესო რაკურსით დანახვას შეძლებენ.

პრინც ჰარისა და მეგანის მარკლის ქორწილის წინ, მოსახლეობას აუკრძალეს გაეშალათ კარვები უინძორის სასახლის წინ. თუმცა ბევრი ამან ვერ შეაჩერა და ღამეს გაშლილ კარვებში ათენებენ, რათა საუკეთესო ადგილები დაიკავონ.

უინძორების სასახლის მიმდიებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პოლიციელები პატრულირებენ, რომლებმაც ადგილი ლითონის ჯებირებით შემოღობეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები