LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარი იქროლებს

42

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარი – 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს.

უწყების ცნობით, ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.  ზღვისპირა რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ზღვაზე ძლიერი შტორმი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილის მაღალმთიან რაიონებში კი – ქარბუქი.

როგორც გარემოს ეროვნულ საგენტოში აცხადებენ, თოვა გაგრძელდება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნეები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები