LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოში 40 გრადუსი სიცხე იქნება – მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მზეს მოერიდონ

114

დღეს საქართველოში 40 გრადუსი სიცხე იქნება, ხვალიდან კი  ტემპერატურა მცირედით დაიკლებს.

ამის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ, “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აგვისტოს განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე თბილი ჰაერის მასების ინტენსიური გადმოტანა ფიქსირდება, რის გამოც აგვისტო, ნორმასთან შედარებით, საკმაოდ ცხელი იქნება. დღეს ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია დასავლეთ საქართველოში, სადაც 40 გრადუსიც ფიქსირდება. მომდევნო დღეებში ეს მაჩვენებელი 35 გრადუსამდე ჩამოდის.

„დღეს ვინარჩუნებთ მაღალ ტემპერატურულ ფონს 40 გრადუსამდე აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში უფრო დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ხვალიდან 40 გრადუს ტემპერატურას არსად არ ველოდებით. როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთშიც 33-35 გრადუსი ტემპერატურა იქნება,“ – ამბობს სვეტლანა ნიორაძე.

მზიანი, უღრუბლო ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველოს დაბლობში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 33-35  გრადუსი იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროში კი რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება, სადაც მაღალი ტემპერატურის დროს მოსახლეობას სიცხეში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები