LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოში კვლავ ძლიერი ქარი იქნება – როდიდან გამოიდარებს

54

დღეს საქართველოში კვლავ ძლიერი ქარი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  24 აპრილს დღის პირველ ნახევარში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

25 აპრილს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) კვლავ მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება.

26 აპრილიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. ღამის საათებში  28 აპრილამდე დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები