LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

85

დღეს მთელი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რეგიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ, „ფორტუნას“ განუცხადა.

ნიორაძის ცნობით, ხვალ დასავლეთ საქართველოში ღამით 12, დღისით 17 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექს უნდა ველოდოთ, ჰაერის ტემპერატურა ღამით 8, დღისით 13 გრადუსს მიაღწევს. თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ნიშნული 10 გრადუსს მიაღწევს.

6 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში წვიმიანი ამინდი იქნება, მთაში – მოთოვს. ღამით 9, დღისით 14 გრადუს სითბოს უნდა ველოდოთ. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ღამით 7, დღისით 12 გრადუსი იქნება. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 6 იანვარს უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის მაქსიმალური ნიშნული 11 გრადუსს მიაღწევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები