LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პროკურატურის სრულიად არასწორ გამოძიებას – ანა ნაცვლიშვილი

39

დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუცხადა პროკურატურის სრულიად არასწორ გამოძიებას, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრისას განაცხადა. ნაცვლიშვილი პროკურატურასთან აქციაზე მივიდა და ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“დღევანდელმა სასამართლომ დაადასტურა, რომ კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც ამ სიტუაციამდე მიიყვანა საქმე. ასევე, საჭიროა სისტემაში გატარდეს რეფორმები,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დღეს სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 6 თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები