LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სიტყვა პარლამენტზეა, რომელიც მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას – თალაკვაძე მარიხუანას წარმოებაზე

40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ალრჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს „კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ფართო კონსესუსით ღირსეულ  და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების აზრი იყოს გათვალისწინებული.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს და კანაფის წარმოებას, ამაზე ჩვენი პოზიცია იყო იგივე, რაც არის დღეს, რომ პარლამენტი, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ საზოგადოების ყველა ნაწილის, ყველა დაინტერესებული მხარის არგუმენტები იყოს შეჯერებული. მხოლოდ ასე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ნარკოპოლიტიკას ეხება.

დღეს სიტყვა არის პარლამენტზე და პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს და მიიღებს ღირსეულ და სამართლიან გადაწყვეტილებას რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით“,- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს „კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები