LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს „Spotlight“-ის პრემიერაა – კათოლიკური ეკლესიის საშინელი საიდუმლო, რომელიც ჟურნალისტებმა გაამჟღავნეს

84

6 „ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის ქართული პრემიერა დღეს საღამოს შვიდ საათზე, „ამირანში“ შედგება. მიუხედავად „Spotlight“-ის შინაარსის დელიკატურობისა, რეჟისორმა, ტომ მაქკარტიმ და სცენარის ავტორმა, ჯოშ სინგერმა შეძლეს ის, რომ ამ ფილმით მიღებული შთაბეჭდილება მაყურებლისთვის ძალიან მძიმე არ ყოფილიყო. ფილმში მოთხრობილი ნამდვილი ამბავი ძირითადად, ჟურნალისტების მხრიდან არის ნაჩვენები, რაც არცთუ ადვილი საქმე უნდა ყოფილიყო, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ ის კათოლიკე მღვდლების მიერ პატარა ბიჭუნების გაუპატიურებას ეხება, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა ბოსტონში.

ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც 2001 წელს მოხდა. „ბოსტონ გლოუბის“ ჟურნალისტური საგამომძიებლო ჯგუფი, სახელად „Spotlight“ იღებს მეტად მძიმე გადაწყვეტილებას, გამოიძიოს საქმე, რომელიც უკავშირდება ერთ-ერთ კათოლკე მღვდელს, მას ბრალად მცირეწლოვანის გაუპატიურება ედება, თუმცა მან თავი დაიძვრინა…

აღსანიშნავია, რომ ამ გამოძიების შემდეგ, რომელმაც ასეთი უამრავი ფაქტი გამოავლინა, ბოსტონის არქიეპისკოპოსს გადადგომამ მოუწია.

ქართულ პრემიერას უამრავი სტუმარი ეყოლება, რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა ჟურნალისტები იქნებიან, გაიმართება ფოტოგამოფენაც, საგამომძიებლო ჟურნალისტიკის საინტერესო ნიმუშებით.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები