LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

99

დღეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. შემოქმედებითი საღამო „თბილისი არის ურთიერთობა“ საღამოს 20:00 საათზე დაიწყება და მასში გიო ხუციშვილთან ერთად სხვა ქართველი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„არა მარტო გიო ხუციშვილი, მთელი ჩემი თაობა“ – ასეთი წარწერა ექნება გიო ხუციშვილის ვარსკვლავს, რომელიც, მისი გადაწყვეტილებით, აფხაზეთში დაღუპულებს მიეძღვნება,  ადამიანებს რომლებთან ერთადაც 90–იან წლებში იბრძოდა.

საღამოზე ცნობილ კომპოზიციებთან ერთად, ერთადერთი სიმღერის პრემიერა შედგება, რომელსაც მომღერალი შვილთან და „შვიდკაცასთან“ ერთად ასევე აფხაზეთს უმღერებს.

ეს ვარსკვლავი ეკუთვნის მთელ ჩემ თაობას. ძალიან გახარებული ვარ, ძალიან მინდა ამ ხალხთან შეხვედრა და მადლობის თქმა ყველაფრისთვის. ჩემს მსმენელს ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს“,  – აცხადებს მომღერალი.

ფილარმონიაში დაგეგმილ კონცერტში, ხუციშვილთან ერთად მონაწილეობენ:  მაია ჯორჯაძე, ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, ნუკრი კაპანაძე, ეკა ჭაჭიაშვილი, მერაბ სეფაშვილი,  თემურ თათარაშვილი, დავით გომართელი, დათუნა სირბილაძე, დავით ევგენიძე,  ზუკა და ნოდარ ხუციშვილები, ანსამბლი “ფორტე”,  ანსამბლი “შვიდკაცა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები