LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს თბილისში ძლიერ ქარს ელოდებიან

33

დღის ბოლოს თბილისში ქარი გაძლიერდება, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ. მეტეოროლოგების ინფორმაციით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 15 ნოემბრამდეა მოსალოდნელი.

კოლხეთის დაბლობზე ძლიერი წვიმა შენარჩუნდება, თუმცა ნალექი აღმოსავლეთ საქართველოში შემცირდება.  აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, პერიოდულად იქროლებს ძლიერი ქარი,  განსაკუთრებით ძლიერი კი ქარი თბილისის გარეუბნებსა და მდინარე მტკვრის ხეობაში იქნება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით საშუალოდ 8-13 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 9-14 გრადუსი იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში თოვლი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ 15 ნოემბერს მთელ საქართველოში გამოიდარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები