LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი”

100

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი მოზარდის თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი სპეციალურად მოკლეს.

“ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს…

დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის“, – განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

დაჭრილი თემრილან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა. ოჯახი მის გადაყვანას თურქეთის კლინიკაში გეგმავდა, თუმცა დღეს დილით გარდაიცვალა.

ექიმმა განაცხადა, რომ გამთენიისას მკვეთრად გაუარესდა მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რეანიმაცია წარუმატებლად დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები