LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეში ოცამდე ახალშობილის ფოტოს ვალაიქებ – ნათია ფანჯიკიძე

278

ნათია ფანჯიკიძე “ფეისბუქზე” წერს, რომ ადამიანი მის გარშემო უმეტესად იმას ამჩნევს, რაზეც ყველაზე ხშირად ფიქრობს ხოლმე. ფსიქოლოგი ცოტა ხნის წინ პატარა გოგონას ბებია გახდა და როგორც აღმოჩნდა, ახლა თვალში ყველაზე მეტად ახალშობილი ბავშვების ფოტოები ხვდება.

“გარემოში, ძირითადად ამჩნევ და ხედავ იმას, რაც შენს “დაწინაურებულ” ფიქრებში და განცდებშია. უხსოვარ დროს, ორსულად რომ ვიყავი ხოლმე, ქუჩაში უამრავ ორსულ ქალს ვხედავდი. თითქმის ყოველი მესამე ორსული იყო. სხვა დროს, მუცელს თუ ცხვირზე არ მომაბჯენდნენ, ასე ინტენსიურად თვალში არასდროს მეფეთებოდნენ. რაც ბებია გავხდი, დღეში ოცამდე ახალშობილის ფოტოს ვალაიქებ. ნუთუ მანამდე არ მრავლდებოდნენ ჩემი ფრენდები, მხოლოდ ზოგჯერ რომ მხვდებოდა ბავშვის გაჩენის შესახებ სიხარულის შეძახილი, ან ფოტო?

ამჟამად, ჩემს მიერ აღქმული ყოველდიური სტატისტიკის მიხედვით, ასე მგონია, მალე ჩინელებივით ბევრი ვიქნებით,” – წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები