LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ბოლოდან საქართველოში აგრილდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

41

საქართველოში დღის ბოლოდან აგრილდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს.

5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები