LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ფოტო – ბახალა საკუთარ სასამართლო პროცესზე

63

რამდენიმე თვის წინ ცნობილი მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, მეტსახელად ბახალა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი დაკავების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რეპერული დუოს, „ბირჟა მაფიის“ წევრების დაჭერასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდა. ვრცელდება პეტიცია, სადაც გიორგის გათავისუფლებას ითხოვენ იმ მოტივით, რომ ნარკოტიკები მასაც ჩაუდეს და ჩხრეკა უკანონოდ განხორციელდა, რომელსაც არავინ ესწრებოდა პოლიციელების გარდა.

ბახალას მხარდასაჭერად ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი გავრცელდა. ახლახან ქეთათო ჩარკვიანმა „ფეისბუქზე“ დადო ბახალას ფოტო, სადაც ის საკუთარ სასამართლო პროცესზეა ასახული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები