LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის განრიგი : რას გეგმავს საპატრიარქო 17 მაისს

133

17 მაისს საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს ამაღლების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს. თბილისის ყველა ტაძრის მღველმსახური, თავიანთ მრევლთან ერთად შეიკრიბება ვარდების რევოლუციის მოედანზე.შემდეგ  გეზს აიღებენ სამების ეკლესიისკენ, სადაც საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება.

საპატრიარქო 17 მაისის განრიგი ასე გამოიყურება:

 

10:00  დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები)

11:30  მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან.

12:00  დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან.

12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვსშვილიანი) ოჯახები.

13:00 ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ,  სადაც დაახლოებით 14:00 საათზე პატრიარქი დახვდება მათ, გადაიხდიან სამადლობელ პარაკლისს და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები