LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – მოსალოდნელია ქარბუქი

109

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ელოდებიან,- ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 8 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან და 9 თებერვალს დღის პირველ ნახევარში შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ქარი და ქარბუქი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები