LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ, ეს დაილოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული -ზალკალიანი შამბას განცხადებას ეხმაურება

66

„რა თქმა უნდა, დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. მაგრამ, ეს დაილოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები,“ – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა სერგეი შამბას განცხადებას.

მისივე თქმით, საქართველოს პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა.

“საქართველოს მიერ წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ითვალისწინებს სწორედ ამ სამშვიდობო ინიცაიტვების გაზიარებას ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარეიბს კუთხით, განათლებაზე ხელმისაწვდომობისის, ევროპაში თავისუფალი გადაადგილების კუთხით… ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა დიალოგის კუთხით და სწორედ ამ შესაძლებლობას ვთავაზობთ მათ,” – აღნიშნა ზალკალიანმა.

„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერმინისტრმა, „დეპუტატმა“ სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი ვიყავი. მაგრამ მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგის დამყარება და საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ. ჩვენ მეზობელი ერები ვართ და ვიყოთ მეზობლები ჩვენი ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის, არა მხოლოდ ჩვენსა და საქართველოს შორის, ყოველთვის იყო ომები, ევროპაშიც კი. თუმცა, შემდეგ დგება დრო, როდესაც ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ახლა შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთან,“ – განაცხადა სერგეი შამბამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები