LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიანა კრუგერი და ჯოშუა ჯექსონი ისევ ერთად არიან

268

მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, თითქოს წყვილი ოფიციალურად დაშორდა, დიანა კრუგერი და ჯოშუა ჯექსონი მთელ თავისუფალ დროს ისევ ერთად ატარებენ. აღსანიშნავია, რომ დაშორების შემდეგ, ისინი პირველად გამოჩნდნენ ერთად. ”ტროას” ვარსკვლავის ფანების განცხადებით, გამორიცხული არაა, რომ მსახიობებმა ურთიერთობა განაახლონ.

რამდენიმე დღის წინ გერმანელმა მსახიობმა საკუთარ Instagram-ზე ფოტოები გამოაქვეყნა და სწორედ მათზე დაყრდნობით გადაწყვიტეს თაყვანიმცემლები, რომ კრუგერი ძალიან განიცდის ყოფილ ბოიფრენდთან დაშორებას: ”თუ ბედმა გაგიღიმათ და ისეთივე შეშლილი იპოვეთ, როგორიც თქვენ ხართ, მაშინ არავითარ შემთხვევაში აღარ გაუშვათ”, – ასე ჟღერს მსახიობის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ფრაზა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს, როცა კრუგერი ყოფილ მეუღლეს – ფრანგ მსახიობს გიომ კანეს დაშორდა. წყვილი ნიუ-იორკში, პარიზსა და ვანკუვერში სამი სახლის თანამფლობელია. ჟურნალისტების შეკითხვაზე კი, თუ რატომ არ გააფორმეს ვარსკვლავებმა საკუთარი ურთიერთობა ათი წლის მანძილზე ოფიციალურად, ჯოშუა პასუხობდა, რომ მათთვის ეს აბსოლუტურად არ იყო მნიშვნელოვანი: ”მე და დიანა ნაკლებად რელიგიური ადამიანები ვართ, ამიტომ არ გვჭირდება შევფიცოთ ერთმანეთს სიყვარული ვინმეს თანდასწრებით. უბრალოდ, ჩვენ კარგად ვართ ერთად, მითუმეტეს, რომ ორივე არასრულფასოვან ოჯახში გავიზარდეთ. ჩვენი მშობლები გაცილებულები არიან და კარგად ვიცით, რომ ვერანაირი შტამპი ვერ შეაჩერებს ადამიანებს თუ მათ ერთად ყოფნა აღარ უნდათ”, – ამტკიცებდა ჯექსონი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები