LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიანა ოვანოვა: „ვკითხულობ, რომ პოტენციური მკვლელი ვარ…“

684

„მიხარია, რომ გადავრჩი და კარგად ვარ. რაც შეეხება კომენტარებს, რომელსაც ვკითხულობ: რომ პოტენციური მკვლელი ვარ, რატომ არ მოვკვდი, რატომ ვარ ცოცხალი, ამდენი რამის დაზიანებას ჯობდა, მოვმკვდარიყავი და ა.შ. ასეთ ადამიანებს მოგიწოდებთ, ნუ იქნებით ასეთი მატერიალისტები, არაადამიანები და ბოროტები, ჩემს ადგილას შეიძლებოდა ნებისმიერის შვილი, დედა ან და ყოფილიყო“, წერს სოციალურ ქსელში გუშინწინდელი ავტოავარიის მონაწილე, დიანა ოვანოვა, რომელმაც ყაზბეგის გამზირზე საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ გაჩერებას, შემდეგ კი პრესის ჯიხურს დაეჯახა მანქანით. მან თავის დაზიანება მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობაზე უარი თქვა და მალევე გამოეწერა.

დიანა ოვანოვა მცირე ხნის წინ გახდა პოპულარული, როდესაც მისი და მონიკა ბელუჩის მსგავსებაზე ალაპარაკდნენ. დიანა რამდენიმე ტელეგადაცემის სტუმარი იყო, ბოლო პერიოდია, ტელევიზიით აღარ გამოჩენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები