LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიანა ტრაპაიძე „სიბერის შვილს“ ელოდება – „ჯობია, გამოვტყდე…“

2091

ტელეჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე ორსულადაა. ის მალე მესამე შვილის დედა გახდება. როგორც თავად წერს, სანამ სხვები დაიწყებდნენ იმის შემჩნევას, რომ პიჯაკის ღილი აღარ ეკვრება, მანამდენ საზოგადოებას თავად ამცნობს, რომ კიდევ ერთ პატარას ელოდება.

დიანა წერს:

„ვიდრე აღმოაჩენთ, რომ ძაან გავსუქდი და პიჯაკი აღარ მეკვრება, ჯობია, გამოვტყდე:) სიბერის შვილს ველოდები 🙂 ჯერ წინ რამდენიმე თვეა…“

რასაკვირველია, დიანას ამ სტატუსმა და ფოტომ, რომელიც მას დაურთო, მის მეგობრებსა და კეთილისმსურველებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „ტვ პირველის“ ერთ-ერთ წამყვანს წინასწარ ულოცავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები