LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებულ გამოფენაზე უცხო პირი შეიჭრა

110

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეოკამერით უცხო პირი შეიჭრა. პირი აგრესიულად იქცეოდა და ნატოს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.

„საელჩოს მიერ გამოძახებული იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილას და დააკავა შენობაში შემოჭრილი პირი. ამჟამად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება გახლავთ ბრიტანელი ჟურნალისტი, Graham William Philips -ი, რომელიც გამოირჩევა პრო-რუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით და აქვეყნებს მასალებს სხვადასხვა რუსულ საინფორმაციო სააგენტოში. სავარაუდოდ, მისი ეს ქმედებაც ატარებდა პროვოკაციულ მიზნებს. მომხდარის სრულყოფილი შეფასებისთვის ველოდებით გამოძიების დასრულებას,“ – აცხადებენ საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

პოპულალურები