LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში ხანძარი ლოკალიზებულია

102

“გუდვილის” მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა,  ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ზარალის ოდენობა მოგვიანებით დადგინდება.

დაიწვა 2 ჰექტრამდე ტერიტორია, სადაც განთავსებული იყო ძველი ავეჯი და ძველი საბურავები.

ხანძარი დიდ დიღომში დღეს გაჩნდა, ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები