LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში ხანძრის ჩაქრობას 10-ზე მეტი ბრიგადა ცდილობს – რას მოედო ცეცხლი

274

თბილისში, დიდ დიღომში ცეცხლი ბალახს მოედო, შემდეგ კი – საბურავებს. „ფორტუნას“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი „გუდვილთან“ გაჩნდა და ამ დროისთვის ადგილზე 10-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

წინასწარი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 2 ჰა ფართობზეა მოდებული. ჯერ-ჯერობით, ხანძარი ლოკალიზებული არ არის.

სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ არ არსებობს საფრთხე, ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებს დაემუქროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები