LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდება საქართველოს! ქართველმა მებრძოლმა რუსი დაამარცხა და გამარჯვება აგვისტოს გმირებს მიუძღვნა

122

ქართველმა მებრძოლმა დავით ქირიამ ჩინეთში მიმდინარე Kunlun Fight-ის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე რუსი ანატოლი მოისეევი დაამარცხა.

ქირიამ მეტოქეს სამ რაუნდში ქულებით აჯობა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ მოგების შემდეგ ქირიამ რინგზე ქართული დროშა ააფრიალა, ხოლო მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამარჯვება აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მიუძღვნა.

“მადლობა უფალს კიდევ ერთი გამარჯვებისთვის. ეს გამარჯვება მინდა, რომ მივუძღვნა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მთლიანობისთვის გმირულად დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს!!
დიდება უფალს!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!”, – დაწერა ქირიამ “ფეისბუქზე”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები