LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდების დარბაზს ახალი წევრები ემატებიან

103

შაკილ ონილი, ალენ აივერსონი და იაო მინი კალათბურთის დიდების დარბაზის წევრები გახდებიან.

მათ გარდა დარბაზის წევრები გახდებიან ზელმო ბიტი და კემბერლენდ პოუზი, ოთხგზის ჩემპიონი ქალი შერილ სვუპსი, მწვრთნელი ტომ იზო და ჯონ მაკლენდონი, მსაჯი დარელ ჰარეტსონი და ”ჩიკაგოს” მფლობელი ჯერი რაინსდორფი.

ბიტი, პოუზი, ჰარეტსონი და მაკლენდონი ამ პატივის ღირსი გარდაცვალების შემდეგ გახდნენ.

ოფიციალური ცერემონია 8-10 სექტემბერს გაიმართება.

ჯეიმს ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზი სპრინგფილდში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები