LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე, 12 აგვისტო, შესაძლოა, უქმედ გამოცხადდეს

127

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე, 12 აგვისტო, შესაძლოა უქმე დღედ გამოცხადდეს. პარლამენტში შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია, ავტორები ალექსანდრე ქანთარია, ლერი ხაბელოვი, კობა კობალაძე, შოთა ხაბარელი, კარლო კოპალიანი და ლევან კობერიძე არიან. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვების დღის უქმედ გამოცხადება და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა.

“კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით. ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ, მუშაობის გააქტიურება. დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან, ძლიერ, ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების რეალურად განხორციელების სტიმულია. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთბაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე. გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე”, – აღნიშნულია კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები