LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, საქართველოს, სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

176

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოს მიერ რუსი დიპლომატის გაძევების საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ჯასტინ მაკკენზი სმიტმა საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გულწრფელი მადლობა საქართველოს სოლიდარობისთვის. ჩვენი პარტნიორები ჩვენს გვერდით დგანან და რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება“, – წერს მაკკენზი სმიტი „ტვიტერზე“.
დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს. საქმე ეხება დიდ ბრიტანეთში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვას, რაშიც ოფიციალური ლონდონი მოსკოვს ადანაშუალებს და რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები