LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრების პირადი მონაცემები ინტერნეტით გავრცელდა

136

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრების პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა. მიზეზი მობილური აპლიკაციის უსაფრთხოების სისტემაში გაჩენილი ხარვეზია. „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობისთვის შექმნილი აპლიკაციიდან,  ათობით ბრიტანელი პოლიტიკოსის მისამართი და ტელეფონის ნომერი ინტერნეტის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის ყრილობა დღეს ბირმინჰემში გაიმართება.

არსებული ინფორმაციით,  ინტერნეტში მოხვდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის და სხვა მაღალჩინოსნების ტელეფონის ნომრები.

მოგვიანებით, მობილური ტელეფონის აპლიკაციის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ „ტექნიკური ხარვეზი“ უკვე აღმოფხვრილია.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით დიდ ბრიტანეთში პირადი მონაცემების გასაჯაროება 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები