LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მენიუს ქართული კერძები დაემატა

820

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მუდმივ მენიუს, რამდენიმე ქართული ტრადიციული კერძი დაემატა.

ბრიტანეთის პარლამენტში, სექტემბრის დასაწყისში, ქართული სამზარეულოს კვირეული იყო, რომლის დასასრულს გადაწყდა, რომ რამდენიმე ქართული კერძი მათ მენიუში მუდმივად დარჩება.

ქართული სამზარეულოს კვირეული “გემოს თავგადასავალი საქართველოში” საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული.

“კვირეულის ფარგლებში ქართული ტრადიციული კერძები გავაცანით, ამ კერძების უმეტესობა, გადაწყვიტეს რომ მათ მენიუში შეეტანათ”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანვე დასძინა, რომ ქართული კერძები, ბრიტანეთის კანონმდებლებს შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობს.