LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ფეხბურთელები დიდ პოლიტიკაში: ვეა პრეზიდენტად, ჯიჯი მინისტრად

53

„იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა, ქვეყნის სპორტის ახალი მინისტრი გახდეს.

იტალიელმა მწერალმა ვიტორიო სგარბიმ განაცხადა, რომ არჩევნებში მისი პარტიის – “აღორძინების” გამარჯვების შემთხვევაში, ამ თანამდებობას ლეგენდარულ გოლკიპერს შესთავაზებენ.

„თუ ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ, ბუფონი სპორტის ახალი მინისტრი იქნება. ბუფონი გაწონასწორებული ადამიანია, ის ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და მალე კარიერას დაასრულებს. ის დაინტერესებულია პოლიტიკით, ხელოვნებით და ჩვენს შეთავაზებას სერიოზულად უყურებს”, – განაცხადა Football Italia-სთან კომენტარში სგარბიმ.

უფრო ადრე ბუფონმა განაცხადა, რომ მოთამაშის კარიერას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.

 

„ჩელსის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს. ქვეყნის მეთაურის არჩევნებში ვეამ დაამარცხა თავისი მთავარი კონკურენტი – ლიბერიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბოკაი, რომელიც„ერთიანობის პარტიას” წარმოადგენდა.

51 წლის ექს-ფეხბურთელმა პირველად ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში 2005 წელს მიიღო მონაწილეობა, ხმების 40 პროცენტზე მეტი მოაგროვა და მეორე ტურში გადავიდა, თუმცა იქ ელენ ჯონსონ-სერლიფთან წააგო. ახლა, ვეა სწორედ მას შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე.

ჟორჟ ვეა 1995 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი იყო. გარდა ამისა, ის სამჯერ დასახელდა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები