LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ – გიორგი გახარია “ომეგა ჯგუფის” სარჩელზე

26

ძალიან დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ, დაახლოებით 6 წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ, – ასე გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის” ადვოკატების განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომლის მიხედვითაც ისინი ლონდონის სასამართლოში წარსადგენად სარჩელებს ამზადებენ საქართველოს ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის შს მინისტრის მიმართ.

რაც შეეხება გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, მინისტრის თქმით, როდესაც არსებობს ეჭვი, განსაკუთრებით ჩინოვნიკებთან დაკავშირებით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად, რათა კითხვებს შესაბამისი პასუხი გაეცეს.

„მე საკმაოდ დიდი პერიოდი ვიყავი ბიზნესომბუდსმენი. ძალიან კარგად ვიცი ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია. შეუდარებელ თემებზე ვსაუბრობთ ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზეც – რაც იყო წლების და რაც არის ახლა”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მას ამ საქმეზე ფიქრის დრო არ აქვს.

„არ მაქვს ამაზე ფიქრის დრო და არ ვთვლი, რომ ეს ის თემაა, რაზეც მე უნდა ვიფიქრო”,- აღნიშნა მინისტრმა.

დანაშაულში მონაწილეობისა და კორუფციის ბრალდებით, ლონდონში შემუშავდა სარჩელი საქართველოს მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ბრიტანული კომპანია Fieldfisher-ის იურისტმა კოლინ გიბსონმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა, სადაც იმ სამართლებრივ პროცედურებზე ისაუბრა, რომელიც Fieldfisher-მა ინგლისში, „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე დაიწყო.

მისი თქმით, სარჩელი შემუშავდა გიორგი გახარიას, ლევან ყიფიანის, ნოდარ ხადურის, ანზორ ჩუბინიძის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები