LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ოდენობით ნარკოტიკები – შსს-მ 1 პირი ფონიჭალაში დააკავა

101

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 43 შეკვრად დაფასოებული, ასევე, ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული 0,033 გრამი ჰეროინის ხსნარი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაშენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ 260- მუხლის მე-6 ნაწილისქვეპუნქტით,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები