LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

34

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ი.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე დააკავეს.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 23,507 გრამი ჰეროინის შემცველი 61,14 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 1,8 გრამი პრეგაბალინის შემცველი 6 კაფსულა „ლირიკა“, 0,0398 გრამი მეტადონის მარილის შემცველი 1 აბი „მეტადონი“ და 0,0737 გრამი მეტამფეტამინის მარილის შემცველი 0,2652 გრამი ნარკოტიკი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ი.ს. დაკავებისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები