LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

93

დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც ორი პირი პასუხისგებაში მიეცა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში, ბრალდებული ყალბი ნოტარიული მინდობილობის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ქალაქ თბილისში მდებარე, კერძო პირის საკუთრებაში არსებულ 469 000 ლარის ღირებულების ჯამში 2 441 მ2 ფართობის მიწის სამ ნაკვეთს.

მეორე შემთხვევაში, ბრალდებული, ასევე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ 558 მ2 მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება 33 862 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია. ასევე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა – მხილების მიზნით.

სასჯელი 6-დან 9 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები