LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ოდენობით ყალბი ასდოლარიანების შენახვა-გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

92

დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებულია 61 700 აშშ დოლარის ოდენობის 617 ერთეული ყალბი ასდოლარიანი კუპიურა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

პოპულალურები