LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი რვიანი: ფიფა მინი მსოფლიო ჩემპიონატის შექმნას აპირებს

49

ფიფა ნაკრებებისთვის ახალ ტურნირზე ფიქრობს.

მუშავდება მსოფლიოს ახალი ჩემპიონატის პროექტი, რომელშიც მხოლოდ რვა ნაკრები ითამაშებს. როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ (L’Equipe) წერს, პირველი ტურნირის გამართვა 2021 წელს იგეგმება და ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ეს იქნება ერთგვარი “რვათა ფინალი” (Final 8) და მასში მონაწილე გუნდები ოქტომბერში ან ნოემბერში იბურთავებენ.

“რვათა ფინალი” (მას უკვე უწოდეს მინი-მუნდიალი) გამოიწვევს კონფედერაციათა თასის ჩანაცვლებას, რომელიც მოგეხსენებათ, ოთხ წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს ჩემპიონატის წინა წელს ტარდება ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები